რუსეთი უკრაინაში "მაიდან 3"-ს ამზადებს, მიზანი ხელისუფლების დამხობაა - ზელენსკი

რუსეთი უკრაინაში "მაიდან 3"-ს ამზადებს, მიზანი ხელისუფლების დამხობაა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ცდილობს დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას "ქაოსი" ქვეყნის შიგნით.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალ რუსულ დეზინფორმაციულ გეგმას აქვს კოდური სახელწოდება "მაიდანი 3", რაც გულისხმობს კიევის ცენტრალურ მოედანს, რომელიც 2004 და 2014 წლებში აჯანყებების ცენტრი იყო.
"ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მაიდანი მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია", - აღნიშნა ზელენსკიმ Bloomberg-თან.