ალ-შიფას საავადმყოფოსთან 19 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს - IDF
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე შენობაში, მეორე ისრაელელი მძევლის 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი იპოვეს.
"19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას," - ნათქვამია IDF-ს განცხადებაში.