პესკოვის თქმით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი "ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პუტინია"
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი "ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინია".
ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია "МГИМО 360"-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.