ფინეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის უსაფრთხოებას აძლიერებს.
მადლობელი ვარ ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოსა და ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინის თავდაცვას ახალი პაკეტი მიაწოდეს - წერს ზელენსკი Twitter-ზე.