რუსეთი უფრო მეტი ომისთვის ემზადება, ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას - სტოლტენბერგი

17.11.23 19:45
რუსეთი უფრო მეტი ომისთვის ემზადება, ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას - სტოლტენბერგი

" რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი უფრო მეტი ომისთვის ემზადებიან, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას," - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, უკრაინის დახმარება კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან "ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა."

NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც. რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი უფრო მეტი ომისთვის ემზადებიან, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას," - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები