თურქეთის პრეზიდენტი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბერლინში ჩავიდა და 2020 წლის შემდეგ პირველად გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.
მედიის ცნობით, ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უკვე შეხვდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა ღაზის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ისრაელი ომის დანაშაულებში დაადანაშაულა.
ერდოღანისა და შოლცის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება იქნება.