უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ - ზელენსკი

18.11.23 10:32
უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ - ზელენსკი

უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი ამბობს, ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა.

"დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან - ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს...

ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს," - თქვა ზელენსკიმ.