რუსეთში ლგბტ მოძრაობა იკრძალება

რუსეთში ლგბტ მოძრაობა იკრძალება. პუტინის რეჟიმს განზრახული აქვს სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს.
კრემლი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის მუშაობაში სოციალური და რელიგიური სიძულვილის გაღვივების ნიშნები შენიშნეს. სარჩელი რუსულ სასამართლოში შესატანად უკვე მზად არის, თუმცა ვიდრე ეს მოხდებოდა, რუსმა დიქტატორმა საჯაროდ განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანები საზოგადოების ნაწილი არიან.
ამ ადამიანებს, აქვთ უფლება, მოიგონ, აჩვენონ, მოყვნენ. რადგანაც ესეც საზოგადოების ნაწილია - ამბობს ვლადიმერ პუტინი.