ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს - უკრაინა ამბობს, რომ ათამდე დრონი გაანადგურეს
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს - უკრაინა ამბობს, რომ ათამდე დრონი გაანადგურეს.
„18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა“, - წერს კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო „ტელეგრამის“ არხზე.
მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.