ღაზას "ჰამასი" ვეღარ გააკონტროლებს, მისი მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია - ბორელი

18.11.23 12:41
ღაზას "ჰამასი" ვეღარ გააკონტროლებს, მისი მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, ღაზის სექტორის მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია.

ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს. მაშ, ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ერთს, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია“, - განაცხადა ბორელიმ.