ჩვენ არ მოგვითხოვია საავადმყოფოს ევაკუაცია, ეს ალ-შიფას დირექტორმა ითხოვა - IDF

18.11.23 14:15
ჩვენ არ მოგვითხოვია საავადმყოფოს ევაკუაცია, ეს ალ-შიფას დირექტორმა ითხოვა - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში არსებულ ალ-შიფას საავადმყოფოში ევაკუაციის დაწყება ჰოსპიტალის დირექტორის მოთხოვნა იყო.

დღეს დილით, IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზის მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო.  

"IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით. სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ," - ამბობს IDF.

მსგავსი სიახლეები