ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული პაუზები დღესაც გაგრძელდება

18.11.23 15:39
ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული პაუზები დღესაც გაგრძელდება

ჰუმანიტარული პაუზები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში დღესაც გაგრძელდება - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

IDF აცხადებს, რომ პაუზების გაგრძელების მიზანი პალესტინელებისთვის სამხრეთით დროულად ევაკუაციის შესაძლებლობის მიცემაა.

ჩვენ მოგიწოდებთ, რომ სასწრაფო ევაკუაცია მოახდინოთ, რადგან თქვენთვის იქ დარჩენა საშიშია“, - აღნიშნა IDF-მა.