ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია - "როიტერი"

18.11.23 16:10
ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია - "როიტერი"

კოლორადოს შტატის სასამართლოს ცნობით, დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა მას ფიცი არ დაურღვევია, შესაბამისად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"როიტერის" ცნობით, სასამართლომ ტრამპის ქცევა კაპიტოლიუმის თავდასხმის ფაქტობრივ მიზეზად და მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნია.

დონალდ ტრამპის ადვოკატების თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თავდასხმაში, ურთიერთობა არ ჰქონია.

 

მსგავსი სიახლეები