სარაკეტო იერიშს ზაპოროჟიეზე უკრაინელი მაშველები ემსხვერპლნენ
რუსებმა სამი სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეში კომიშუვას თემზე - დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი, არიან დაჭრილებიც - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
„პირველი ორი გასროლის შედეგად დაშავდა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს. ადგილზე მისულ პოლიციას და მაშველებს ტერორისტული ქვეყნის სამხედროებმა ესროლეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და კიდევ სამი მათი კოლეგა დაშავდა" - იუწყება ეროვნული პოლიცია.