ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე სამიზნეზე იერიში მივიტანეთ - IDF

18.11.23 20:12
ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე სამიზნეზე იერიში მივიტანეთ - IDF

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე სამიზნეზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს. მათი განცხადებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელზე ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებულ განმეორებით თავდასხმებზე პასუხია. 

გარდა ამისა, ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ლიბანში ჰეზბოლას თანამედროვე სარაკეტო სისტემაზეც.