ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

19.11.23 10:31
ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის არეალს აფართოებს. საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთ ნაწილში ინაცვლებს. ისრაელის თავდაცვა იტყობინება, რომ ბოლო საათების განმავლობაში ჰამასის ტერორისტები გაანეიტრალეს. არსებული ცნობებით, ტერორისტები ებრაელ ჯარისკაცებს თავს სამოქალაქო ტერიტორიიდან ესხმოდნენ. ამ პროცესში კი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენებოდა.

რაც შეეხება ვითარებას ღაზაში, BBC იტყობინება, რომ ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოდან პაციენტებიი ფეხით გარბიან, რადგან ვითარება კრიტიკულია და უკვე გამოცხადებულია ევაკუაციაც.