ექიმები პუტინს ანტისაომარ აქციებზე დაკავებული რუსი ქალების გათავისუფლებას სთხოვენ

ასზე მეტი ექიმი ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მედიკოსები ანტისაომარი აქციების დროს დაკავებული რუსი ქალების გათავისუფლებას ითხოვენ. უკრაინის მხარდაჭერის გამო დაგეგმილი სხვადასხვა პერფორმანსების გამო სასჯელს რუსულ ციხეებში 33 ქალი იხდის. 33 ქალს შორის არის ხელოვანი ალექსანდრა სკოჩილენკო, რომელსაც სუპერმარკეტში ფასების ეტიკეტის უკრაინის მხარდამჭერი ინფორმაციით შეცვლას ედავებიან.
არსებული ცნობებით, ზოგიერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დოკუმენტზე ხელმომწერი მედიკოსები რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეების უფლებების და თავისუფლებების გარანტის გამცემად მოიხსენიებენ.