ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოა. შავ სიაში მოხვდა 100-ზე მეტი ფიზიკური პირი და 40-მდე კომპანია.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში იღებენ მონაწილეობას. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ მოაწერა ხელი და ის ძალაში 10 წლის ვადით შევიდა.
ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. და ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა,- განაცხადა ზელენსკიმ.