„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან - ბაიდენი

ჯო ბაიდენმა პუტინსა და ჰამასს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსი დიქტატორის და ღაზას სექტორის მმართველი ტერორისტების მიზანი მეზობელი ქვეყნების და დემოკრატიის განადგურებაა.
შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ამ ძალებს ფართო რეგიონული არეულობა სურთ, ამას კი ამერიკა არ დაუშვებს.
„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.