ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა. ამ შეფასებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს. ჯანმოს წარმომადგენლობა ჰამასის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეროს ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდა. ეს სწორედ ის საავადმყოფოა, რომელზეც ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასელები არიან ბაზირებული. ტერორისტებს კლინიკაში სადაც დაჭრილებს და დაშავებულებს მკურნალობენ სამეთაურო ცენტრები აქვთ მოწყობილი და იარაღს მალავენ.
გუნდმა შეძლო მხოლოდ ერთი საათის გატარება საავადმყოფოში...ალ-შიფაში კვლავ რჩება 25 ჯანდაცვის მუშაკი და 291 პაციენტი, მათ შორის 32 ახალშობილი. რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და პარტნიორები სასწრაფოდ ამუშავებენ გეგმებს დარჩენილი პაციენტების, პერსონალის და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის", - აცხადებენ ჯანმოში.