პოლონეთში უკრაინელებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახა - დაიღუპა ორი ქალი და ბავშვი

პოლონეთში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახა. სატრანსპორტო საშუალებაში 10-მდე უკრაინელი იჯდა. დაიღუპა ორი ქალი და ბავშვი. ჰოსპიტალიზებულია კიდევ 7 ადამიანი.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც ავარიის მიზეზი გახდა. შემთხვევა დილის 5 საათზე მოხდა.
მომხდარის დეტალები ამ წუთებშიც ზუსტდება.