გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. პრეზიდენტი ახლა უფრო მეტ გარანტიებს ელოდება პარტნიორებისგან. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს სწორედ ამ ქვეყანამ გამოუყო უკრაინას ორ მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების დახმარება.
ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა, ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით, - განაცხადა ზელენსკიმ.