ისრაელი-„ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა, დაკარგულია 3, ხოლო დაპატიმრებული 13

20.11.23 12:19
ისრაელი-„ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა, დაკარგულია 3, ხოლო დაპატიმრებული 13

ისრაელი-„ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა. დაღუპულებიდან 43 პალესტინელია, 4 ისრაელის მოქალაქე, 1 კი ლიბანელი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სამი რეპორტიორი, 13 კი დაპატიმრებული ჰყავთ. 

პალესტინისა და ისრაელის ომის დროს გაიზარდა შემთხვევები, როცა მედიასაშუალებების თანამშრომლებს აშინებენ, სიცოცხლის ხელყოფით და სახლების დაზიანებით ემუქრებიან.