ჰამასი ებრაელ ტყვეებს შესაძლოა, ალ-შიფას ჰოსპიტალში მალავდეს

სად ჰყავთ მძევლები "ჰამასის" მებრძოლებს? არ არის გამორიცხული, დიდი ნაწილი ალ-შიფას ჰოსპიტალში იყოს გამომწყვდეული. ამ ეჭვს აჩენს ახალი ვიდეო და ფოტო მასალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვა ავრცელებს. კადრებში ექსტრემისტული მოძრაობის წევრები მძევლებთან ერთად გადაადგილდებიან. მოხდა ტყვეების იდენტიფიცირებაც. ერთი ნეპალიდანაა, მეორე ტაილანდიდან.