რუსების იერიში ხერსონზე - დაღუპულია ორი ადამიანი

რუსი საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ოლქზე მიტანილ იერიშს ორი პირი ემსხვერპლა - ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ორი მოქალაქე მაშინ დაიღუპა, როდესაც რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ხერსონში არსებულ კერძო კომპანიის კუთვნილ პარკინგის სივრცეს.