ღაზაში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა - არის მსხვერპლი

ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა - ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
როგორც ირკვევა, თავდასხმა ისრაელის მხრიდან განხორციელდა. გასროლილი ჭურვი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის, სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, - აღნიშნულია განცხადებაში.