ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერებმა ფერადი კვამლი გაუშვეს და პატარა ცეცხლი დაანთეს

21.11.23 10:12
ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერებმა ფერადი კვამლი გაუშვეს და პატარა ცეცხლი დაანთეს

ალბანეთის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრებმა პარლამენტში ფერადი კვამლი გაუშვეს და პატარა ცეცხლი დაანთეს. 

ოპოზიციას 2024 წლის ბიუჯეტის კენჭისყრისთვის ხელის შეშლა უნდოდა, თუმცა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

დეპუტატებმა პარლამენტის დარბაზის ცენტრში სკამები დადგეს და ჰაერში წითელი, მწვანე და იისფერი კვამლი გაუშვეს, რადგანაც დაცვა პრემიერმინისტრის სკამთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა.