გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინაში ჩავიდა.
რიგით მეორე ვიზიტის ფარგლებში, პისტორიუსი შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.
შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება.