ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

21.11.23 10:30
ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

WHO-ს ინფორმაციით, ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. 12 ბავშვი მკურნალობისთვის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გადაიყვანეს - ყველა მათგანი "სერიოზულ ინფექციებს" ებრძვის.

16 ბავშვი ჩრდილოეთ ეგვიპტის ალ-არიშის ჰოსპიტალშია მოთავსებული,  სამი სამხრეთ ღაზაში. 

ისრაელის ძალებმა ალ-შიფა გასულ კვირას დაიკავეს. კლინიკაში რამდენიმე ჩვილი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ინკუბატორები გაითიშა . 

ისრაელი აცხადებს, რომ კლინიკას "ჰამასი" იყენებდა - კლინიკის ქვეშ იყო გვირაბი, ასევე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ 7 ოქტომბერს იქ მძევლები შეიყვანეს.