სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 68-მდე გაიზარდა - IDF

სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი ჯამში 68-მდე გაიზარდა - ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლისას ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა 2 რეზერვისტი და სამი ჯარისკაციც.
ცნობისთვის, თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 13 300-მდე ადამიანია დაღუპული.