უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს და შარლ მიშელს შეხვდა

21.11.23 20:08
უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს და შარლ მიშელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია", - წერს ზელენსკი.