ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება - ამის შესახებ განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა Army Radio-სთან გააკეთა.
როგორც ირკვევა, "ჰამასსა" და ისრაელს შორის შეთანხმების საფუძველზე ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და 19 წლამდე პირების გათავისუფლებას.