"უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ომის "ტრაგედია" უკრაინაში" - პუტინი
"უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ომის "ტრაგედია" უკრაინაში", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, G20-ის ქვეყნებს მიმართა.
მან თქვა, რომ მოისმინა G20-ის ლიდერების განცხადებები, რომ ისინი შოკირებულნი იყვნენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის გამო.
"დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა... და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია... სხვათაშორის, რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს...
მესმის, რომ ეს ომი და ადამიანების სიკვდილი ვერ იქნება სხვა ვერაფერი, თუ არა ომი... და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება პალესტინაში, ღაზას სექტორში დღეს, ეს არ არის შოკისმომგვრელი?" - თქვა პუტინმა.
G20-ის ქვეყნების ლიდერებისთვის ეს მიმართვა იყო პირველი, რომელიც კრემლის ლიდერმა 2022 წელს
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთა.