ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა - ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ისრაელმა ღაზის სექტორში არსებული უმსხვილესი საავადმყოფოს, ალ-შიფას დირექტორი, მუჰამედ აბუ სალმია დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მუჰამედ აბუ სალმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლონასთან ერთად ევაკუაციის პროცესის დროს დააკავეს. როგორც ირკვევა, დაკავებულები არიან საავადმყოფოში მომუშავე სხვა ექიმებიც.