"ჰამასმა" მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა - BBC

23.11.23 17:18
"ჰამასმა" მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა - BBC

"ჰამასმა" მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია, რადგან „ჰამასმა“ დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. თუმცა, ამ დრომდე არ ზუსტდება რას უკავშირდება „ჰამასის“ ახალი მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო.

შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ხოლო ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, პარალელურად კი ღაზაში ოთხდღიანი პაუზა იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები