უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება - ლატვიის სეიმმა მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება - ლატვიის სეიმმა მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლატვიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ევროკავშირში პარტნიორებს, იმ ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ შეახსენოს, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს“, - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში.
ლატვიის სეიმის დეპუტატების განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცონ.