უკრაინამ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა - ვინ მოხვდა შავ სიაში?

24.11.23 10:07
უკრაინამ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა - ვინ მოხვდა შავ სიაში?

უკრაინამ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ზელენსკის ბრძანებით, შავ სიაში 87 რუსეთის მოქალაქე და 60  რუსეთთან კავშირში მყოფი სხვა ქვეყნის წარმომადგენელია შეყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტით დგინდება, რომ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის და ანტიუკრაინული განწყობების გამო, შავ სიაში მოხვდა მოსკოვის მთავარი სანიტარული ექიმიი ელენა ანდრეევა, ასევე, რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი. თითოეულ სანქცრიებულს დაებლოკებათ აქტივები უკრაინაში, გაუუქმდებათ ლიცენზიები და ვეღარ შეძლებენ ვერც ქონების პრივატიზებას.

უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს. ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიული და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო შესაბამის მუშაობას გააგრძელებენ. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები