66 თავდასხმა ერთ თვეში - ამერიკელ სამხედროებს ერაყსა და სირიაში ისევ თავს დაესხნენ

ამერიკელ სამხედროებს ერაყსა და სირიაში თავს დაესხნენ. "როიტერის" ინფორმაციით, სამხედრო ბანაკებზე შეტევა რაკეტებით და დრონებით მოხდა. საერთაშორისო და კოალიციის ძალების დისლოცირების ადგილებზე არავინ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან კავშირის მქონე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, ისლამურმა წინააღმდეგობამ აიღო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების სამიზნე ამერიკელი სამხედროებიი ხდებიან. პენტაგონის მონაცემებით, 17 ოქტომბრიდან დაფიქსირებული 66 თავდასხმა.