"ომი ჯერ არ დასრულებულა" - IDF-ის სპიკერი ღაზის მოსახლეობას აფრთხილებს

24.11.23 10:30
"ომი ჯერ არ დასრულებულა" - IDF-ის სპიკერი ღაზის მოსახლეობას აფრთხილებს

IDF-ის სპიკერი ღაზის მოსახლეობას აფრთხილებს, არ გადაადგილდნენ ჩრდილოეთით. ზავის პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ახალი ვიდეო, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარული პაუზა "დროებითია".

ჩრდილოეთ ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და ჩრდილოეთით გადაადგილება აკრძალულია. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში სამხრეთით, -  თქვა მან.