ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შედეგად, ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იზრდება - Reuters

24.11.23 18:45
ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შედეგად, ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იზრდება - Reuters

Reuters ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში არსებული რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იზრდება.

გამოცემის ცნობით, ყველაზე დიდი საფრთხე ინდივიდუალურად მოქმედი თავდამსხმელებისგან მომდინარეობს, რომელთა აღმოჩენაც რთულია.

საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით არსებული დაზვერვისა და პოლიციის მაღალჩინოსნები რადიკალ ისლამისტ მებრძოლებზე დაკვირვებასა და თვალთვალს ზრდიან.

 

მსგავსი სიახლეები