პუტინი არ არის ადეკვატური და არ გააჩნია საბაზისო ცოდნა - პოდოლიაკი

24.11.23 20:09
პუტინი არ არის ადეკვატური და არ გააჩნია საბაზისო ცოდნა - პოდოლიაკი

"ეს ადამიანი არ არის ადეკვატური, რეალისტური და აბსოლუტურად არ გააჩნია საბაზისო ცოდნა" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობს". 

"ეს ადამიანი [პუტინი] არ არის ადეკვატური, რეალისტური და აბსოლუტურად არ გააჩნია საბაზისო ცოდნა, რომ რაიმე სახის ანალიზი შეეძლოს. რუსეთში სჯეროდათ, რომ უკრაინას ძალიან სწრაფად აიღებდნენ და სხვა ქვეყნის ყველაზე პატრიოტ მოქალაქეებს დახოცავდნენ.

 

პუტინს ქვეცნობიერად სურს თქვას, რომ ისინი [რუსები] "ყოველთვის მშვიდობის მომხრენი იყვნენ" - ადამიანებს იმიტომ კლავენ, რომ მშვიდობის მომხრენი არიან, უკრაინის განადგურება სურთ, რადგან მშვიდობის მომხრენი არიან და ა.შ.", - ამბობს პოდოლიაკი.