გათავისუფლებულია 24 მძევალი - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა - ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გათავისუფლებულებს შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.
ჩვენ ვადასტურებთ 24 მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ ხელი შევუწყვეთ ამ გათავისუფლებას რაფას საზღვრამდე მათი გადაყვანით, მხარეებს შორის ნეიტრალური შუამავლის როლის შესრულებით", - ნათქვამია განცხადებაში.