მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება - დავით არახამია

მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება. ომში მყოფი ქვეყნის პრიორიტეტი ახლა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამიტომ დავით არახამია იტყობინება, რომ არ გაიმართება არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტოო არჩევნები. არახამიას ამ განცხადებას უკრაინაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე მოყვა, რადგან წესით მომავალი წლის გაზაფხულზე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა საინტერესოა რას გადაწყვეტს ომში მყოფი ქვეყნის ოპოზიცია და გაიზიარებს თუ არა მოქმედი ხელისუფლების მოსაზრებას, რომ ომის რეჟიმში არჩევნების ჩატარება შეცდომა იქნება.
"მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი - არც ერთი", - განაცხადა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში.