დრონებით შეტევა კიევზე - ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 11 წლის ბავშვი დაშავდა

25.11.23 10:33
დრონებით შეტევა კიევზე  - ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 11 წლის ბავშვი დაშავდა

დრონებით შეტევა კიევზე  - ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 11 წლის ბავშვი დაშავდა.

"სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ," - წერს კლიჩკო Telegram-ზე.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო კი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. პოპკო თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საბავშვო ბაღს და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.