„ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია" - ბაიდენი

25.11.23 10:36
„ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია" - ბაიდენი

„ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია.

"დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილით 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის მოხუცები, ბებია და დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ზოგიერთი ექვს წლამდე ასაკის, ამასთან ერთად, რამდენიმე ტაილანდელი და ფილიპინელი. ყველა მათგანმა გაიარა საშინელი განსაცდელი და ეს მათთვის განკურნების დასაწყისია.

მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენ გავიგებთ, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისე, როგორც ჩვენ ველოდებით. დღევანდელი დღე იყო დიდი შრომის შედეგი. იმ მომენტიდან, როცა "ჰამასმა" ეს ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე, რომ ხელი შემეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის," - თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.