მომაკვდინებელ ნარკოტიკ "ფენტანილთან" ბრძოლა - რა პირობა დადო ბაიდენმა

25.11.23 12:46
მომაკვდინებელ ნარკოტიკ "ფენტანილთან" ბრძოლა - რა პირობა დადო ბაიდენმა

სან-ფრანცისკოში აზია -წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის უმაღლესი დონის შეხვედრების კულუარებში, ჩინეთთან და მექსიკასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ,  პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევას, იმ ნარკოტიკთან, ფენტანილთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომელმაც ბოლო წლებში 200 ათასზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა. 

თუმცა დამკვირვებლები ამბობენ, რომ ქვეყნის გარეთ წარმოების და ექსპორტის გასაკონტროლებლად ადრე გაწეული ძალისხმევა არაეფექტური  აღმოჩნდა.

"ამ გამოწვევას ფესვები ჩვენს საზღვრებს გარეთაც აქვს. ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც გლობალურ მოქმედებას მოითხოვს".- ამბობს ბაიდენი.

 

 

მსგავსი სიახლეები