შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი, ალენ ბერსე ავრცელებს.
იგი უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
აქცენტი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენასა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიან მხარდაჭერაზე გაკეთდება“, - წერს ბერსე.