ხანძარი პაკისტანის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - გარდაცვლილია 11 ადამიანი

სააგენტო AFP-ი ცნობით, პაკისტანში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში არსებულ სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.