რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

25.11.23 15:29
რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, 24 საათის განმავლობაში რუსები ხერსონის ოლქს 100-ჯერ დაესხა თავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს თავს 100-ჯერ დაესხნენ, რის შედეგადაც, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაიჭრა“, - განაცხადა პროკუდინმა.