დღეს "ჰამასი" კიდევ 14 მძევალს გაათავისუფლებს - ისრაელის ხელისუფლება

25.11.23 16:04
დღეს "ჰამასი" კიდევ 14 მძევალს გაათავისუფლებს - ისრაელის ხელისუფლება

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" დღეს კიდევ 14 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელმა 42 პალესტინელი უნდა გაუშვას პატიმრობიდან - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ხელისუფლება ავრცელებს.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს "ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.